მსოფლიო
ჯაკარტაში აფეთქებების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებების სერიას მსხვერპლი მოყვა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი. ამავე ცნობით, აფეთქებებში ოთხამდე თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა.
ბი ბი სი-ს ცნობით, ნაპოვნია 4 თავდამსხმელის ცხედარი, დანარჩენებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. მათი მონაცემებით აფეთქებებში დაახლოებით 14 ტერორისტი იყო ჩართული.
ამ დროისათვის გადაკეტილია ქალაქის ის უბნები, სადაც აფეთქებები მოხდა და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. მობილიზებულია საჯარისო ნაწილები. ქალაქში მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა.


Print