მსოფლიო
უკრაინა ყირიმის დაბრუნებას გეგმავს
კიევი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დასაბრუნებლად საერთაშორისო ფორმატის შექმნას გეგმავს. როგორც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განაცხადა, აღნიშნული დიპლომატიური ნიციატივით უკრაინის ხელისუფლება უკვე მიმდინარე წელს გამოვა.

იარესკომ დააზუსტა, რომ კიევი "ჟენევის ფორმატის" ანალოგიურ საერთაშორისო ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელშიც უკრაინა, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი შევა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ 2016 წელს ყირიმის დაბრუნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა იქნება. ახალ ფორმატს, მან "ჟენევა პლიუსი" უწოდა და დასძინა, რომ მასში ასევე ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებიც შევლენ.

Print