მსოფლიო
აზერბაიჯანში ვულკანმა ამოხეთქა
აზერბაიჯანში გაჯიგაბულის რაიონში, უდულუს დასახლებაში ახტარმა-ფაშალის ვულკანი ამოიფრქვა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვულკანმა ღამის 3 საათზე გაიღვიძა და მისი ამოფრქვევა დილამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ უდულუს ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე დიდია აზერბაიჯანში.

ის ქალაქ შირვანიდან 35 კმ-ში მდებარეობს. ვულკანმა 30-35 მეტრის სიმაღლის ფერფლის ღრუბელი ამოაფრქვია.

Print