მსოფლიო
უკრაინაში იანუკოვიჩის ექსტრადირებას დონბასის კონფლიქტის დასრულებისთანავე პროგნოზირებენ
უკრაინის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი დარწმუნებულია, რომ გაქცეული ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთიდან უკრაინაში ექსტრადირება დონბასში კონფლიქტის დასრულებისთანავე იქნება შესაძლებელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროკურორი განმარტავს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე თითქმის, დასრულდა.
შოკინის თქმით, გამოძიებას აქვს მტკიცებულება, რომ 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მასიური მკვლელობის ორგენიზება, მხარდამჭერების დახმარებით, სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწყო.

Print