მსოფლიო
რომის პაპი საქართველოს ეწვევა
რომის პაპი, სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა. სანამ მსოფლიო მის მე -12 საზღვარგარეთულ ვიზიტს განიხილავს (ცნობილია, რომ პაპი მიმდინარე კვირაში მექსიკაში მიემგზავრება, ხოლო შემდეგ კუბაში რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდება), მიმომხილველები პაპის კავკასიაში ვიზიტზე საუბრობენ.

რუსული მედიის ინფრომაციით,აღნიშნული გეგმა გასულ წელსაც განიხილებოდა, როდესაც სომეხი ხალხის გენოციდის 100 წლისთავი აღინიშნა. მაშინ ფრანცისკი ერევანში ვერ გაემგზავრა, თუმცა, სამგლოვიარო მესა რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა.

მესას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წინასწარი ინფორმაციით, პაპის ვიზიტი 2016 წელს ამიერკავკასიის ორ სახელმწიფოში, საქართველოს და აზერბაიჯანში სტუმრობას ითვალისწინებს.

Print