მსოფლიო
ისმეთ ილმაზი: „თურქეთი სირიაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს“
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა განაცხადა, რომ სირიაში ანკარას ჯარი არ გაუგზავნია და არც მამავალში აპირებს ამის გაკეთებას.

როიტერის ინფორმაციით, შაბათს თურქეთის არტილერიამ სირიაში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ სირიელი ქურთების ლიდერისგან მოითხოვა დაეტოვებინათ ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით დაკავებული ტერიტორიები, მათ შორის მენაჰის საჰაერო ბაზა, თუმცა სალიჰ მუსლიმმა ამაზე უარი განაცხადა.

ამ ქმედებებზე პასუხად, სირიის ხელისუფლებამ წერილობით მიმართა გაეროს გენერალურ დირექტორს პან გი მუნს და უშიშროების საბჭოს. მასში ნათქვამია, რომ დამასკო გმობს "თურქეთის მხრიდან სირიის მცხოვრებლებზე შეტევას და ანკარის მიერ არაბული რეპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას".
ის ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს "შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები", რათა " წერტილი დაესვას თურქეთის რეჟიმის დანაშულებებს".

Print