მსოფლიო
გაერო და დამასკო სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე შეთანხმდნენ
ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ოთხი კოლონა დღეს სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში გაემგზავრება.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით,  ორი კოლონა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაემართება, ხოლო დანარჩენი ორი - ქალაქ მადაიასა და ზაბადანიში.

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტაფან დე მისტურას განცხადებით, ეს იქნება გამოცდა კონფლიქტის ყველა მხარისთვის. მისი თქმით, გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ისინი, ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას.

12 თებერვალს სირიის საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდა.

Print