მსოფლიო
ბაშარ ალ ასადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავს დათანხმდა
სირიის მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და აშშ-ის წინადადება მიიღო.

ამის შესახებ "euronews.ge" იტყობინება.

საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, ზავი 27 თებერვლიდან, ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათზე შევა ძალაში.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური დამასკო ყველა საბრძოლო მოქმედებას შეაჩერებს „ანტიტერორისტული“ მოქმედებების გარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთი და ვაშინგტონი სირიაში კომფლიქტის მხარეთა დროებით შერიგებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან შევა.
Print