მსოფლიო
სანქციების პასუხად ჩრდილოეთ კორეა ომისთვის მზადებას იწყებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ბირთვული ძალების მზადყოფნის შესახებ ბრძანება გასცა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, “ჩრდილოეთ კორეა სამხედრო დოქტრინაში შეიტანს ცვლილებას, რომელიც მას უფლებას მისცემს, ბორთვული დარტყმები პირველმა განახორციელოს“.

ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრი სანქციები დააწესა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ფხენიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგორბობის მიერ ახალ სანქციებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავება.
Print