მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში ტერაქტებს გეგმავს“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მათი ფილიალები უახლოეს მომავალში ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ.
უწყების ინფორმაციით, მათი შემსრულებლები სავრაუდოდ, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს მებრძოლი ევროპული ქვეყნების მოაქალაქეები არიან.
დოკუმენტი საფრთხეების შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ტერაქტების პოტენციურ ადგილებად მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები და სატრანსპორტო სისტემები, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფების თავშეყრის ადგილებია მითითებული.
"ევრონიუსის" ცნობით, ამერიკული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს.
მათივე მონაცემებით, დაჯგუფების მხარეს ერაყსა და სირიაში მებრძოლთა რაოდენობა 19000-25000-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს რიცხვი 20000-31000 იყო.
Print