მსოფლიო
გაერო ევროკავშირის ლიდერებს ლტოლვილთა მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ვენსან კოშეტელი ევროკავშირის ლიდერებს ლტოლვილთა მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

ამის შესახებ "euronews.ge" იტყობინება.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, “ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი არა ეკონომიკური მიგრანტი, არამედ ომს გამოქცეული და უსაფრთხო თავშესაფრის მაძიებელი ადამიანია”.

"მიგრანტებისთვის იმის თქმა რომ არ ჩამოვიდნენ ევროპაში მიუღებელია, მათთვის არალეგალი მიგრანტების წოდება კი მოკლე გზის გამონახვის მცდელობა პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ლტოლვილთა 48% სირიიდან არის, 26% ავღანეთიდან და 17% ერაყიდან, ანუ საერთოდ რაოდენობის 91% სამი მთავარი კონფლიქტური ზონიდან, ამიტომ მათ ეკომიგრანტებს ვერ დავარქმევთ. არასასიამოვნო სიმართლე მდგომარეობს იმაში რომ ეს ადამიანები ომს გამოექცნენ, ომს, რომელიც კვლავაც მიმდინარეობს”, - განაცხადა კოშეტელმა პრესკონფერენციაზე.
Print