მსოფლიო
ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ირანმა დღეს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ბი ბი სი იტყობინება, რომ რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ თეირანმა კიდევ ერთი რაკეტა გუშინ გაუშვა, რასაც ვაშინგტონის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა, ირანს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს.
"სანქციებმა ირანის წინააღმდეგ იმოქმედებს მანამ, ვიდრე თეირანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პროვოკაციულ ქმედებებს არ დაასრულებს", - განაცხადა პოლ რაიანმა.

ბოლოს ირანმა რაკეტები 2015 წლის შემოდგომაზე გამოსცადა. პასუხად აშშ-მა იმავე წლის იანვარში ირანული კომპანიებისა და კერძო პირების მიმართ სანქციები დააწესა.

ირანის ამტკიცებს, რომ ბალისტიკური ცდები მის ბირთვულ პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.
Print