მსოფლიო
სირიიდან რუსული ჯარების გაყვანა დაიწყო

დღეიდან სირიაში დისლოცირებულმა "ჰმეიმიმის" ავიაბაზის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი აღჭურვილობისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვა დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით სირიიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო. ვლადიმირ პუტინის თქმით, დასახული ამოცანები შესრულებულია.

სირიის ტარტუსის პორტსა და "ჰმეიმიმის" აეროდორომზე რუსული ბაზირების პუნქტი კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას. რუსული მედიის ცნობით, მათი თავდაცვა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან იქნება უზრუნველყოფილი.
Print