მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს
პაკისტანის ქალაქ ლაჰორიში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. თალიბების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქცია გამიზნულად მოეწყო ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ძირითადად, ქრისტიანები ცხოვრობენ.

აფეთქება კვირას დილით, ქალაქის ცენტრში გულან - ი - იქბალის პარკთან, საბავშვო მოედნის მახლობლად მოხდა. იმ დროს იქა ბევრი ადგილობრივი ქრისტიანი იმყოფებოდა, რომელიც აღდგომის აღნიშვნას აპირებდა.

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დაჭრილი ადამიანების რიცხვმა 190- ს გადააჭარბა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ლაჰორის ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უსაფრთხოების მიზნით რეგიონში არმიაა შეყვანილი.

რეგიონალურმა ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


Print