მსოფლიო
ეგვიპტეში სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს
კომპანია Egyptair -ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320, რომელიც ალექსანდრიიდან ქაიროში ასრულებდა რეისს, უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

როგორც "სი ენ ენ" - ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, თვითმფრინავი ამჟამად ლარნაკას აეროპორტში დაეშვა.

ამავე ინფორმაციით, თვთმფრინავი ადგილობრივი დროით 08:30 წუთზე გაიტაცეს.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, ლაინერში 81 მგზავრი იმყოფება.

კვიპროსზე ინცინდენტთან დაკავშირებით ორი კრიზისული შტაბია შექმნილი. ლარნაკას აეროპორტის მმართველი კომპანია Hermes Airports-ის ადმინისტრაცია კომენტარებისგან თავს იკავებს.
Print