მსოფლიო
ობამა მსოფლიოს გლობალური ბირთვული ტერორიზმის შესახებ აფრთხილებს
გლობალური უსაფრთხოებისთვის მთავარ საშიშროებას ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში შესაძლო მოხვედრა წარმოადგენს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე განაცხადა.

ბარაქ ობამას თქმით, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ კონკრეტული ზომები მიიღო ბირთვული ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად და ჯერჯერობით არც ერთი დაჯგუფება არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს. თუმცა, მისი განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ის რუსეთში აკრძალული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფო" ხელში მოხვდეს.

ამასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები იმ ობიექტებზე, სადაც ურანით გამდიდრებული პლუტონიუმი ინახება.

"ბი ბი სი" - ს ინფორმაციით, ბირთვული უსაფრთხოების სამიტში 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის წელს არ იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი. შეხვედრის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის ქმედებების გამო, რომელმაც პარასკევს ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

Print