მსოფლიო
მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის თავდაცვის უწყებამ, მაგადიზში განლაგებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების მსხვილი ბაზის განადგურების შესახებ განაცხადა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის განცხადებით, 2 აპრილიდან დაღუპულია 70 სომეხი ჯარისკაცი და განადგურებულია 20 ერთეული სამხდერო ტექნიკა. ამავე ინფორმაციით, მოკლულია 5 ადგილობრივი მცხოვრები.

სააგენტო "რეგნუმის" ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს - მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აზერბაიჯანმა საზალპო ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩი" გამოიყენა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. 


Print