მსოფლიო
დაუჭერენ თუ არა ჰოლანდიელები მხარს უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას
დღეს ნიდერლანდებში უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. მანამდე, სამეფომ უკვე მოახდინა დოკუმეტის რატიფიცირება, თუმცა "ევროსკეპტიკოსების" ჯგუფმა სამასი ათასი ხელმოწერის შეგროვება და რეფერენდუმის სახალხო კენჭისყრაზე გატანა შეძლო.
"ბი ბი სი" - ს ინფორმაციით, იმისათვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 30%-იანი აქტივობა. საბოლოო გადაწყვეტილება ჰოლანდიელმა დეპუტატებმა უნდა მიიღონ. კენჭისყრის წინასწარი შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
Print