მსოფლიო
უკრაინის მომავალი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდება
სააგენტო "ტელეგრაფის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრობის ერთ - ერთი კანდიდატი , უმაღლესი რადას თავმჯდომარე, ვლადიმერ გროისმანია. მან უკვე დაასახელა იმ პირების ვონაობა, რომელთაც პრემიერ - მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, თავის გუნდში მოიაზრებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 10 აპრილს განაცხადა. არსენი იაცენიუკმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდაუვალია არეულობა, თუ დაუყოვნებლად არ იქნა ფორმირებული ახალი ხელისუფლება.
Print