მსოფლიო
ობამა: „ისლამური სახელმწიფო“ უკან იხევს
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში პოზიციებს კარგავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენი კოალიცია, რომელშიც 66 ქვეყანა და არაბი პარტნიორები შედიან, აქტიურ შეტევაზე გადავიდა. ეს გარღვევაა და ჩვენ ვაპირებთ ამით ვისარგებლოთ", - განაცხადა ბარაქ ობამამ. მისი თქმით, კოალიციამ ტერორისტებს ფინანსური და იარაღის მიწოდების არხები გადაუჭრა. ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ქმედებების დასტურად, ობამამ ისიც აღნიშნა, რომ სულ უფორ მეტი ჯიჰადისტი ლივიაში გარბის.

Print