მსოფლიო
ევროკომისია: კიევმა უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა შეასრულა
ვროკომისია მიმართავს ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივით, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. "ბი - ბი - სი" - ს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვებ გვერდზეა განთავსებული.
მასში აღნიშნულია, რომ უკრაინის მთავრობამ რეფორმების გატარების კუთხით წარმატებას მიაღწია.

"დღეს ჩვენი მოვალეობების შესაბამისად ჩვენ შეგვაქვს წინადადება ბიომეტრიული პასპორტების მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე," – განაცხადა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

კიევი ბოლო ხუთი წელია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ახორციელებს.

Print