მსოფლიო
ობამამ სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გამოყენება გამორიცხა
აშშ-ის პრეზდენტმა განაცხადა, რომ სირიაში პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია მხოლოდ საომარი მეთოდებით.
"ეს იქნებოდა შეცდომა აშშ-სთვის, ან დიდი ბრიტანეთისთვის. სახმელეთო ჯარების გაგზავნა და ასადის რეჟიმის ჩამოგდება", - განაცხადა ბარაქ ობამამ. მისი ცნობით, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე შეტევას.

"ბი ბი სი" - ის ინფორმაციით, პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს გააგრძელოს ზეწოლა ე.წ. ზომიერ ოპოზიციაზე, ასევე რუსეთსა და ირანზე, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხნენ და სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

Print