მსოფლიო
„აფხაზური“ კრატერი პლანეტა ცერერაზე
ნასამ გამოაქვეყნა კრატერ ჯაჯას ფოტოები, რომელსაც ეს სახელწოდება ნაყოფიერების, მოსავლისა და მიწათმოქმედების მფარველი აფხაზური ქალღმერთის პატივსაცემად დაერქვა. კრატერი ჯუჯა პლანეტის, ცერერას ჩრდილოეთ ნახევარსფეროზეა განლაგებული. ამის შესახებ სააგენტოს ვებ გვერდი იტყობინება. კრატერის დიამეტრი - 21 კოლომეტრია. ფოტო 25 იანვარს არის გადაღებული ავტომატური სადგურიდან Dawn, ცერერას ზედაპირიდან 385 კილომეტრის მანძილზე.

ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წელს აღმოაჩინა. დიდი ხნის განმავლობაში ის სრულყოფილ პლანეტად ითვლებოდა, თუმცა შემდგომ მოხდა მისი კლასიფიკაცია როგორც ასტეროიდის, მოგვიანებით, ცერერა ჯუჯა პლანეტად ჩაითვალა.
Print