მსოფლიო
ტერაქტი ბაღდადში

ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დანაღმული ავტომობილი ერაყის ხალხმრავალ რაიონში აფეთქდა. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" აიღო თავის თავზე.

გაეროს მისიის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში, ქვეყანაში 741 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 1374 - დაშავდა.

Print