მსოფლიო
"ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი გახდა
"ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა, რაც იმას ნიშნავს რომ 2017 წელს ევროფესტივალი უკრაინაში ჩატარდება. მან კონკურსზე სიმღერა "1944" წარადგინა.

მეორე ადგილი ავსტრალიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.

საქართველოს წარმოამდგენლებმა, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz მე-20 ადგილი დაიკავეს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობდა.


Print