მსოფლიო
მიხეილ გორბაჩოვს უკრაინაში არ შეუშვებენ
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, უკრაინაში შესვლა აეკრძალა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებით, გორბაჩოვი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.
გამოცემის ცნობით, მაისში ბრიტანული გაზეთისთვის THE SUNDAY TIMES  მიცემულ ინტერვიუში, გორბაჩოვმა რუსეთის 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსია გაამართლა.
"ეს სწორი საქციელი იყო. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფალ ნებას, ყირიმის მაცხოვრებელთა უმრავლესობას რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა უნდოდა," - განაცხადა მან.
ამის შემდეგ, კიევში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 85 წლის გორბაჩოვს უკრაინაში შესვლა 5 წლით აეკრძალება. ამ ინიციატივის საპასუხოდ, სსრკ-ს ექს -პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც მანამდე დადიოდა და არც მომავალში ივლის უკრაინაში.
რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძული ყირიმი 2014 წლის დასაწყისში დაიპყრო, რის გამოც დასავლეთმა მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
Print