მსოფლიო
ყაზახეთში ტერორისტების ლიკვიდაცია განხორციელდა
ყაზახეთის ძალოვანებმა ქ. აქტობეში 13 ექსტრემისტი გაანადგურეს, ოთხი - დაჭრილია, ამის შესახებ რესპუბლიკის შსს - ს პრეს მდივანმა ალმას სადუბაევმა განაცხადა.

პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შვიდმა ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
მისივე თქმით, შსს-ს ორგანოების პირადი შემადგენლობა საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

„რია ნოვოსტი“- ს ინფორმაციით, აქტობეში თავდასხმა კვირას მოხდა — ექსტრემისტებმა იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილზე მიიტანეს იერიში.
ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი: სამი სამოქალაქო და სამი სამხედრო პირი, კიდევ ათი-დაჭრილია.

ამ დროისათვის ქალაქში ტერორსიტული საშიშროების „ყვითელი“ დონე მოქმედებს.
Print