მსოფლიო
კარელიის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოსკოვში გლოვის დღე გამოცხადდა
კარელიაში, სიამოზეროს ტბაზე ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით, 20 ივნისი, მოსკოვში გლოვს დღედ არის გამოცხადებული. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

რუსული მედიის ცნობით, დაღუპული ბავშვების რიცხვი 15- მდე გაიზარდა.

ტრაგედია კარელიის რესპუბლიკაში ლაშქრობის დროს მოხდა. დაურეგისტრირებელი ტურისტების 51 კაციანი ჯგფი, რომელშიც 40 ბავშვი იყო, მდინარის დინებას კარელიის ტბის მიმართულებით მიჰყვებოდნენ 2 ნავითა და ერთი ტივით, რა დროსაც ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. ერთმა ნავმა და ტივმა ნაპირამდე მიღწევა შეძლო, ხოლო მეორე ნავი, მდინარემ წაიღო და გადაბრუნდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ადგილობრივი წარმომდგენლების ცნობით, დაღუპული ბავშვების ასაკი 12-15 წლამდეა. ამ დროისათვის 10 - მდე ბავშვია გადარჩენილი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვები ნაწილს სამაშველო ჟილეტები არ ეცვა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Print