მსოფლიო
ლიტვა: ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ ის, რაც ჯერ არ დაშლილა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, არ დააჩქარონ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა.

ნიუ იორკში გაეროს შტაბ ბინაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით პოზიცია ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან უკვე შეაჯერა.
"ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ ის, რაც ჯერ არ დაშლილა, რისი შენარჩუნება ჯერაც შეიძლება", - აღნიშნა ლიტველმა დიპლომატმა.

ლინკიავიჩუსმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, რუსეთთან მიმართებაში პრინციპული პოზიციის დაცვა უფრო რთული იქნება.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის მოწოდება, ამ საკითხში პრაგმატული და მოქნილი მიდგომის შემუშავების შესახებ, „უკიდურესად არაკონსტრუქციულია".

მიმდინარე კვირაში ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, გაგრძელდება თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რაც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას და ურკაინის აღმოსავლეთით არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

Print