მსოფლიო
აფეთქება სტამბოლის აეროპორტში- დაღუპულია 10 ადამიანი
„ბი ბი სი“ იტყობინება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქების შესახებ.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, ხოლო 40- მდე - დაჭრილია.

აეროპორტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით , აფეთქებამდე ავტომობილების პარკირების ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

ანონიმურმა წყარომ მთავრობაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება თვითმკვლელი ტერორისტის შეტევის ვერსიას არ გამორიცხავს.


Print