მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააგრძელა
ევროპულმა კავშირმა რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები 2017იანვრის ბოლომდე გააგრძელა. გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - ჯერ კიდევ მაისის ბოლოს ევროპული კავშირის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სანქციები იმოქმედებენ მანამ, სანამ რუსეთი არ შეასრულებს მინსკში მიღწეულ მოლაპარაკებებს,უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად
დარეგულირების შესახებ.
ევროკავშირმა და აშშ-მ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წელს დააწესეს. ეს გადაწყვეტილება დასავლეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ მიიღო.

Print