მსოფლიო
წყალდიდობა ჩინეთში - დაღუპულია100 ადამიანი
ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად 100 -ზე მეტი ადამიანია დაღუპული. კიდევ 40 - დაკარგულად ითვლება.

1,3 მილიონამდე ადამიანი, წყლის ნაკადის შემოტევის გამო, იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.

„ბი ბი სი“ - ს ინფორმაციით,მოვარდნილმა წყალმა 40 ათასზე სახლი დააზიანა და 1,9 მილიონ ჰექტარზე მოსავალი გაანადგურა.ზოგიერთი პროვინცია გზების დაზიანების გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

წინასაწარი მონაცემებით,წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით 5,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღნიშნულ რეგიონებში უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას ისევ ვარაუდობენ.


Print