მსოფლიო
სტამბოლის პოლიციას შვეულმფრენების ჩამოგდება უბრძანეს
სტამბოლის პოლიციის უფროსმა მუსტაფა კალიქსანმა ბრძანება გასცა, ჩამოაგდონ ნებისმიერი შვეულმფრენი,რომელიც ქალაქს ნებართვის გარეშე გადაუფრენს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან სტამბოლში მოზიდულია სპეცდანიშნულების რაზმის 1800 თანამშრომელი.
პოლიციის დამატებითი ძალები ქალაქში პატრულირებენ და მნიშვნელოვან ობიექტებს იცავენ.

მანამდე, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2004 წლიდან გაუქმებული სიკვდილით დასჯა, ისევ ძალაში შევიდეს.

შაბათს ღამით თურქეთის საჯარისო დანაყოფებმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოახდინეს, რის შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არმიის "პარალელურ სტრუქტურებს“ დააკისრა. ამ ტერმინს, მთავრობა აშშ-ში მცხოვრები ფეთხულა გიულენის მომხრეთა აღსანიშნავად იყენებს. გიულენი, რომელიც რეჯე ტაიპ ერდოღანის მთავარ ოპონენტად ითვლება, ქვეყნის გადატრიალებასთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.

Print