მსოფლიო
ერევანში ისევ დაძაბული სიტუაციაა - დაკავებულია 136 ადამიანი
ერევანში, ხორენაცის ქუჩაზე მომხდარი შეტაკების შედეგად, 51 ადამიანი დაშავდა, მათგან 29 - პოლიციელია. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, დილას პოლიციამ დაშალა მანიფესტანტები, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციური ჯგუფს „სასნა ცრერს“, რომელიც 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში და მძევლები აიყვანა.

თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას.

სომხეთის პოლიციის ცნობით,დაკავებულია - 136 ადამიანი.


Print