მსოფლიო
აშშ ახალი ატომური ბომბის წარმოებას იწყებს
აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ ატომური ბომბის B61-12 მოდერნიზებული ვერსიის წარმოების საინჟინრო სტადიაზე გადასვლის ნებართვა გასცა.

აღნიშნული სერიის ბომბის გამოშვება 2020 წლისთვის იგეგმება. შემდეგ, მისი მასობრივი წარმოება დაიწყება, ნათქვამია სამმართველოს განცხადებაში.

B61-12 ახალი კომპონენტებისგან დამზადდება, რაც მისი მუშაობის ვადას 20 წლით გაახანგრძლივებს.

B61 სერიის ბომბი, აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი თერმობირთვული იარაღია.


Print