მსოფლიო
იტალიაში მოხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვმა 247- ს მიაღწია
ბოლო მონაცემებით, ოთხშაბათს ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვმა 247- ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლება 368 დაშავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იტალიის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ნანგრევების ქვეშ ჯერაც ათობით ადამიანი რჩება. მან აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში ამ დროისათვის 4300 მაშველი მუშაობს, რომელიც ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სპეციალურ ტექნიკას იყენებს
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 3:36 სთ-ზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს ნორჩას და აკუმოლის კომუნები, ქალაქები ამატრიჩე და პესკარა - დელ - ტრონტო აღმოჩნდნენ. ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. ამატრიჩეს მერის განცხადებით, მიწისძვრამ შენობების სამი მეოთხედი დააზიანა. ქალაქის ყველა შენობა ამჟამად საცხოვრებლად უვარგისია.

Print