მსოფლიო
ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან ბომბი აფეთქდა
ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

ბელგიური მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით ღამის 2:30 საათზე, ავტომობილმა ინსტიტუტის ღობე გაარღვია, რის შემდეგ თავდამსხმელებმა ბომბი ლაბორატორიის მახლობლად ააფეთქეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს ინსტიტუტის შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ბელგიაში ტერორისტული საშიშროების რეჟიმი კვლავ მაღალია, ის ქვეყნის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქების შემდეგ ამოქმედდა. მაშინ 30 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას ბრიუსელში დანით შეიარაღებული ქალი ვატერლოოს ბულვარისკენ მიმავალი ავტობუსის მგზავრებს დაესხა თავს და ყველაზე ცოტა, ორი ადამიანი დაჭრა.


Print