მსოფლიო
სამიტი ბრატისლავაში - ცხოვრება „ბრექსიტის“ შემდეგ
დღეს ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების სამიტი, დიდი ბრიტანეთის გარეშე, პირველად გაიმართება. შეხვედრის მთავარ თემებად მიგრაციული კრიზისი, უსაფრთხოების საკითხები და რაც მთავარია, „ბრექსიტის“ შემდეგ ცხოვრება სახელდება.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებით, შეხვედრის მიზანია „საერთო მომავალზე კონტროლის დამყარება”.

„ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლა ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო და ჩვენ მზად ვართ
ევროკავშირს სტაბილურობა და ეფექტური დაცვა დავუბრუნოთ“, – განაცხადა ტუსკმა.

ევროსკეპტიკოსების აზრით, „ბრექსიტს“ შესაძლოა, ევროკავშირიდან სხვა ქვეყნების გასვლა და მისი დაშლაც კი მოყვეს.

Print