მსოფლიო
პოროშენკო ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. კერძოდ, იგეგმება პეტრე პოროშენკოს შეხვედრები ეროკავშირის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან, დონალდ ტუსკთან, ჟან კლოდ იუნკერთან და მარტინ შულცთან.

უკრაინის ლიდერი და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები დონბასსა და ყირიმში არსებულ სიტუაციას და მინსკის მოლაპარაკებების შესრულების, ასევე რუსეთის მიმართ, უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, სანქციების დაწესების შესახებ იმსჯელებენ.შეხვედრაზე, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხებს განიხილავენ.

უკრანული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ვიზიტი 19 ოქტმობერს იგეგმებოდა, თუმცა საგანგებოდ დანიშნული "ნორმანდიული მოლაპარაკებების" გამო გადაიდო. ბერლინში შეკრებილმა უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის, წარმომადგენლებმა დონბასსა და სირიაში არსებულ მოვლენებზე იმსჯელეს.


Print