მსოფლიო
მიწისძვრას იტალიაში ნგრევა მოყვა
ცენტრალურ იტალიაში 5,4 და 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯიდან 68 კილომეტრში იყო. მეორე, უფრო ძლიერი - ორი საათის შემდეგ განმეორდა, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.

უსიტას დასახლებული პუნქტის მერის მარკო რინალდის ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მოსახლეობამ შენობებიდან გასვლა მოასწრო. ათობით ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, ბიძგებს ნგრევა მოყვა, დაზიანდა შენობები.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 2 თვის წინაც მოხდა. 24 აგვისტოს 6.2 ბალიანი ბიძგების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

Print