მსოფლიო
აშშ-ის არჩევნების რამდენიმე დასახლებაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
ხმის მიცემის პროცედურა ნიუ-ჰემფშირის შტატის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში დაიწყო. ადგილობრივი დროით, 00:00 საათზე სააჩევნო უბნები გაიხსნა ნიუ-ჰემფშირის დასახლება დიქსვილ ნოტჩში. ტრადიციულად ამ დასახლებაში არჩევნები ღამით იწყება, შედეგები კი ყველაზე ადრე ხდება ცნობილი. დიქსკვილ ნოტჩი კანადის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და იქ დაახლოებით 10 ადამიანი ცხოვრობს.

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლთ ნაწილში საარჩვენო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ყველაზე გვიან საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ალიასკისა და ჰავაის კუნძულების მოსახლება შეძლებს.

აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ს შეადგენს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელმაც სოციოლოგიურ კომპანია Ipsos-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა. Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, კლინტონისთვის ხმის მისაცემად მზად არის ამომრჩევლის 45%, ტრამპისთვის კი - 42%. არსებული პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.

Print