მსოფლიო
თურქეთში გლოვა გამოცხადდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში განხორციელებული აფეთქებების გამო, ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ბრძანებით, სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

"ტერორისტული თავდასხმა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა და მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა. ბეშიქტაშის სტადიონის სიახლოვეს განხორციელებულმა თავდასხმამ ცხადჰყო, რომ ექსტრემისტების მთავარი მიზანი მეტი მსხვერპლის გამოწვევა იყო," - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

სტამბოლში, წუხელ, გვიან ღამით ორი აფეთქება ნახევარი საათის ინტერვალით განხორციელდა, მას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 166 მოქალაქე. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.


Print