მსოფლიო
ობამა, რომელიც თეთრ სახლს ტოვებს, გაცილებით პოპულარულია ვიდრე ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტებს შორის, ბარაკ ობამა თეთრ სახლს, ჯორჯ ბუშ უფროსის დროიდან მოყოლებული, პოპულარობის ყველაზე მაღალი რეიტინიგით ტოვებს. ამავე დროს, დონალდ ტრამპის რეიტინგი ინაუგურაციის წინ საგრძნობლად დაბალია მისი სამი წინამორბედის მაჩვენებელთან შედარებით. საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ინსტიტუტის Gallup-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, ამერიკის მოსახლეობაში მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას რეიტინგი 58% შეადგენს, ხოლო ტრამპის - 40%.

ბარაკ ობამას პოპულარობის პიკი 2009 წელზე მოდის, როდესაც მისი რეიტინგი 78%-ს შეადგენდა და ორჯერ აღემატებოდა ტრამპის ამჟამინდელ რეიტინგს. აშშ- ის მოქმედი პრეზიდენტის საშუალო რეიტინგი 8 წლის მმართველობის პერიოდში 53% - ს შეადგენდა.

ასევე ყველაზე არაპოპულარულია მომავალი პირველი ლედი მელანია ტრამპი, მისი რეიტინგი და ანტირეიტინგი, აღნიშნული კვლევების მიხედვით, თანაბარია და 37% - ს შეადგენს. მიშელ ობამა მეუღლის ინაუგურაციის დროს ამერიკელების 68%-ის მოწონებას იმსახურებდა. თეთრ სახლს ის იმავე მაჩვენებლით ტოვებს.

Print