მსოფლიო
იტალიაში სასტუმრო ზვავის ქვეშ მოექცა: დაღუპულია ათობით ადამიანი
იტალიის მთიან რეგიონში, ერთ-ერთ სასტუმროზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მანამდე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მოჰყვა. სასტუმროს შენობაში, რომელიც აბრუცოს პროვინციის ქალაქ ფარინდოლაშია განლაგებული, 20 - მდე სტუმარი და 7 თანამშრომელი იმყოფებოდა.

მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელსაც უამინდობა აფერხებს. თოვლის საფარმა მთიან რეგიონში ხუთ მეტრს მიაღწია, რაც უცხოური მედიის ცნობით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა.

ოთხშაბათს, ცენტრალურ იტალიაში 5-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის 4 მიწისძვრა მოხდა.

Print