მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ გავა
ლონდონში, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ, ბრიტანეთის მთავრობას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ნებართვის გარეშე, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედება (Brexit) აუკრძალა. გადაწყვეტილებას სასამართლოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, სამი - წინააღმდეგ წავიდა.

უზენაესი საბჭოს მოსამართლემ დევიდ ნიუბერგერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს. საქმე, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს ეხება.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტები ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ დეკლარაციის შემუშავებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, განაცხადეს მოსამართლეებმა. ბრექსიტის საქმეების სამინისტროს ხელმძღვანელი დევიდ დევისი, პარლამენტს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გეგმას დღესვე წარუდგენს.


Print