მსოფლიო
აფეთქება სანკტ - პეტერბურგის მეტროში - დაიღუპა 10 ადამიანი

სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, აფეთქება მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა. ქალაქის მეტროს ყველა ცენტრალური სადგურიდან მგზავრები ევაკუირებულია და დახურულია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ვაგონი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. აფეთქების სიმძლავრე, ტროტილის ეკვივალენტით, 200-300 გრამს შეადგენს.

მეტროში მომხდარი აფეთქების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ბელარუსის პრეზიდენტთან შესახვედრად იმყოფება, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია.

 

Print