მსოფლიო
NASA: ჰაერის ტემპერატურა რეკორდს დაამყარებს

NASA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გასული თვე ყველაზე ცხელი აპრილი იყო.


აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით , აპრილი ერთ-ერთია იმ ექვს თვეს შორის, რომლის ტემპერატურის უმაღლესმა მაჩვენებელმაც 1951-1980 წელს დაწესებულ საშუალო მონაცემს, სულ მცირე, ერთი პროცენტით გადააჭარბა.

"მონაცემები საშიშ ზღვარს უახლოვდება, აქედან გამომდინარე, მომავალი პროგნოზების გაკეთება მიჭირს. ვიცოდით, რომ ელ-ნინიო გარემო პირობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენდა, თუმცა მსგავს ნახტომს არავინ ელოდა", - განაცხადა მეტეოროლოგმა ერიკ ოლტაუსმა.

ექსპერტების განმარტებით, ანგარიში, რომელსაც ნასა მომავალ კვირასაც გამოაქვეყნებს აჩვენებს, რომ მომავალი 12 თვის უმაღლესი ტემპერატურა რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს.



“IPN”



Print