მსოფლიო
კუნძულ კრეტაზე მიგრანტებით სავსე გემი ამოტრიალდა
საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ამოტრიალდა გემი, რომლის ბორტზეც ასობით მიგრანტი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, მაშველებმა 250 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხომალდზე იძულებით გადაადგილებული 700-მდე პირი იმყოფებოდა.

გაერო-ს მონაცემებით, გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 5600 ადამიანი გადაარჩინეს, დაახლოებით 880 მიგრანტი კი დაიღუპა.
Print