სამართალი
პირი, რომელმაც "ექსპრესბანკი" სათამაშო იარაღით დააყაჩაღა, დაკავებულია
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირ N30-ში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელმაც იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა.

თვითმხილველების განმარტებით, მან თანხის წაღება ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს.

იმავე ინფორმაციით,  დაკავებულს სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა.

როგორც რადიო "ათინათს" შსს-ში განუმარტეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Print