სამართალი
პროკურატურა ცესკოში ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა შევიდა. ინფორმაციას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს.

მისი თქმით, გამოძიება აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო.

“არსებობდა გარკვეული დანაშაულის ნიშნები. ეს უნდა გადაამოწმოს გამოძიებამ”, – აცხადებს შოთაძე.

ცესკოში არსებულ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის სპეციალური დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო გრანტების გაცემასა და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ დარღვევებზე.

Print